Wednesday, November 9, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
ჩვენ დღეს გავაკეთეთ გაზიარება,კიდევ ერთხელ გადავხედეთ მასალებს.ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო.გავაკეთეთ უკუკავშირი.ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით.ბევრი რამ შეგვასწავლა.დიდი სურვილი მაქვს ასეთი ტიპის პროექტი დავგეგმო და გამოვიყენო მოსწავლეებთან.დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს იქნება სახალისო და საინტერესო.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.მინდა წარმატებები ვუსურვო,როგორც პროფესიულ ასე პირად საქმეებში.დიდი მადლობა.
Monday, November 7, 2016
მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიების გამოყენებით.გადავხედეთმთლიან პორტფოლიოს,გავიხსენეთ ბლოგზე სრულყოფილი მუშაობა.დღეს იყო ძალიან სახალისო ტრენინგი.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და შინაარსიანი.ტრენინგზე მუშაობის დროს შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები,დამხმარე შაბლონები.ვისაუბრეთ დიფერენირებულ სწავლებაზე.ეს ყველაფერი ძალიან გამიადვილებს პროექტზე მუშაობას.გმადლობთ!
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე იყო საინტერესო.დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,გეგმებზე დაგანვიხილეთ მოსწავლის ნამუშევარი.გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი.დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ ტრენერს ქალბატონ შორენას!
Saturday, October 29, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს განვიხილეთ მესამე მოდული-კავშირები.გავეცანით და შევისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,სურათების მოძიება და შენახვა.გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე. ამას ყველაფერს გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.ტრენინგი იყო ძალზე საინტერესო.
Sunday, October 23, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს,ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა, შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები,განმავითარებელი შეფასება,შეფასების სტრატეგიები. ტრენინგი იყო მეტად დატვირტული, ცოტა რთულიც,მაგრამ დღემ საინტერესოდ ჩაიარა.მადლობა ტრენერს!
Saturday, October 22, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა.შევისწავლეთ სტანდარტის მიხედვით როგორ შევარჩიოთ პროექტისთვის მიზნები და კითხვები.მუშაობა იყო საინტერესო და შინაარსიანი ჩვენს ენერგიულ და დაუღალავ ტრენერთან ერთად.გმადლობთ ქ-ნო შორენა!
Saturday, October 15, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დგეს ტრენინგის მეორე დღეა.ეს დღეც საინტერესო და სახალისო იყო.გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა,ვორდში მუშაობა,ჩარჩოების გაკეთება და სურათების ჩასმა.შევისწავლეთ ახალი მასალა---პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.ძალიან საინტერესო თემაა.მე, ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებთან ერთად ჩავრთავ მშობლებსაც.დავამზადებთ ბუკლეტებს.
Friday, October 14, 2016
პირველი დღის რეფლექსია
დღევანდელი ჩვენი ტრენინგი დაიწყო ძალიან საინტერესოდ.ტრენერმა,ქ-მა შორენამ არაჩვეულებრივად გაგვაცნო ინტელის ტრენინგის მასალები.გავეცანით მასში შესულ მოდულების შინაარს.ცოტა რთულად მომეჩვენა,მაგრამ შეძლებისდაგვარად დავძლევთ.გავეცანით დაგეგმვის პროცესს,რესურსებს.შევქმენით საქაღალდეები და ბლოგი მომავალი მუშაობისთვის.ეს ყველაფერი მინდა დავგეგმო და გამოვიყენო გაკვეთილზე ბავშვებთან მუშაობისას.
Subscribe to:
Posts (Atom)